1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა

 

mtavari

1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ ბავშვთა საერთაშორისო დღე დააწესა, რომელსაც 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვა და სხვა ფერის ადამიანის ფიგურები. ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

სწორედ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უმასპინძლა პატარებს, რომლებმაც  საზეიმო ვითარებაში თავისი ლექსებით, ცეკვითა და ნახატებით გაალამაზეს მათდამი მიძღვნილი საღამო.34089688_1925409744160603_2962860533193113600_n