ჩვენი დროის გმირი – ჯუმბერ ბეთაშვილი

MVI_1217.avi_000000040

26 ივნისს აფხაზიეთის იუსტიციის დეპარტამენტში შეიკრიბა საზოგადოება, რათა მოეგონებინათ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილი, ჭეშმარიტი ეროვნული გმირი ბატონი ჯუმბერ ბეთაშვილი.

26 ივნისი ბატონი ჯუმბერის საიუბილეო თარიღია. ის 75 წილის გახდებოდა.

        საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია გამორჩეულად დახუნძლულია იმ პიროვნებით, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.

        ნაღდი თბილისელი, სულით სოხუმელი და ჭეშმარიტად საქართველოს შვილი თავისი შეგნებული ცხოვრების მანილზე მთელი ძალისხმევით ძმათა შორის ხელოვნურად წარმოქმნილი  ნაპრალის შევსებას ცდილობდა.

         ჩვენი სამშობლოს წინაშე ბატონი ჯუმბერის მიერ გაწეულ ღვაწლძე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა.

       შეხვედრა თბილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა.