შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

20.12.17

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

 

ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო. მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია  და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.