შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელთან

02.06.16აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ მაია დვალიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აპარატის უფროსმა, იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და  სხვა მოწვეულმა სპეციალისტებმა.

შეხვედრაზე ინფორმაცია გაცვალეს საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში მიმდინარე და სამომავლო  ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასევე ხაზი გაესვა  საჯარო სამსახურის ბიუროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებასა და მზაობას.

ასევე განიხილეს   „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებსა და კატეგორიებს, საჯარო სამსახურში მიღების პრინციპებს, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და შეფასების სისტემის შექმნისათვის.

02