შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

 

1e

შეხვედრა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2018 წლის 20 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „სასამართლო პრაქტიკა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ“. შეხვედრაზე მოწვეული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ირინა ზარქუა, რომელმაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებს სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი შეეხო აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივას დევნილთა უფასო ადვოკატირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსმა გიორგი პარკაიამ შეხვედრის მონაწილეების წინაშე გააკეთა მცირე პრეზენტაცია იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს დევნილების საკითხების განხილვისას მათ პრაქტიკაში არსებული პრობლემები.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და კონკრეტული კაზუსების ამოხსნის რეჟიმში ჩატარდა.

« 1 შესახებ 7 »