ღონისძიება მწერალთა სახლში

1111

მწერალთა სახლში ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას ხელნაწერების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მხატვრის მიერ ტილოზე დატანილი და ამოქარგული იყო საზოგადო მოღვაწეების, პოეტების, მწერლების ხელწერის ნიმუშები, აფორიზმები და გამონათქვამები. მან ქართველ მწერალთა 306-ზე მეტი ხელნაწერის ნაქარგი შექმნა და ხუთი ლექსების კრებული გამოსცა.

გამოფენას ცნობილ ხელოვნებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი ესწრებოდა.

05 04 26.01.16-1