ქორთიარდ მარიოტში „ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები“-ს საკითზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

19სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები”-ს საკითხზე მრგვალ მაგიდა გაიმართა. შეხვედრა უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, შსს. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ჭულუხაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ თორდია, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,აფხაზეთის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებში, ხალხთა შორის კონტაქტების, ნდობის აღდგენისა და გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ზომების გატარებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, შეთანხმებულ ფორმატებში, მათ შორის კონსულტაციების გამართვას, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ევროკავშირი – საქართვლოს ურთიერთობების გაღრმავების გზების მოძიებას. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას წარიმართა დისკუსია.

შეხვედრის ბოლოს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და ცხუმ-აფხაზეთის აკადემიასთან არსებული, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „ახალგაზრდული სასწავლო ცენტრი” პრეზენტაცია გაიმართა.

მრგვალი მაგიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტისა და ასოციაცია „მშვიდობა და განათლება”-ს ინიაციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

20