ტრენინგი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

    images2016 წლის  23 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის  დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს გაერთიანებული პროფესიული  კავშირების შენობის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის      ელექტრონული ფორმით განთავსებაზე პასუხისმგებელ პირთათვის ჩატარდა      ღონისძიება (ტრენინგი) თემაზე: „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  აპარატისა და  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.

ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტი თამარ  სურმავა. იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამართეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით განთავსების პრეზენტაცია.

ტრენინგ–სემინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა.