ტრენინგი: „პროფკავშირის როლი – დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში“

10409201_798590063537298_2520394262287890356_n

2014 წლის 17და 18 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფგაერთიანების ეგიდით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროფკავშირის როლი – დასაქმებულთა უფლებების დაცვის  სფეროში“ საქართველოს პროფკავშირის ოფისში,  ააიპ საერთაშორისო შრომის „სოლიდარობის“ აშშ ცენტრის დაფინანსებით.

ტრენინგი დაგეგმა და ჩაატარა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ტრენერმა გენდერის, კონფლიქტების მოგვარებისა და შრომითი უფლებების დაცვის საკითხებში – ინეზა ცომაიამ.

ტრენინგის მონაწილეთა სია:

  1. აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარე ბატონი შალვა წულეისკირი
  2. აფხაზეთის პროფგაერთიანების თანამშრომელი – სვეტა ჯაბუა და თამარ ვეფხვაძე;
  3. აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროფკომიტეტის თავმჯდომარე მზევინარ ხარჩილავა და მოადგილე მანონ გოგუა;
  4. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროფკომიტეტის თავმჯდომარე მამუკა გოგია და მოადგილე ნინო ხარებავა;
  5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე  ქრისტინე კაჭარავა;
  6.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის პროფკომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა ცატავა და მოადგილე ნინო კოტუა;
  7. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თავმჯდომარე ლევან ბარათელი და მოადგილე ბადრი სერგია;
  8. იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მთავრობის წარმომადგენლობის პროფკომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ ლეშკაშელი;
  9. სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის პროფკომიტეტის თავმჯდომარე  ბიძინა გამისონია;
  10.  ზემო აფხაზეთში  (აჟარაში)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის პროფკომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ფიფია;
  11. ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების თავმჯდომარე – ნესტან ციმინტია;
  12. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქვეუწყებო  დაწესებულების პროფკომიტეტის თავმჯდომარე – თამაზ გოგინავა;
  13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ადმინისტრაციულ–სამეურნეო სამმართველოს საქვეუწყებო დაწესებულების თავმჯდომარე ირმა ხუფენია;
  14. ზემო აფხაზეთის საავადმყოფოების პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  – ციალა მირცხულავა;
  15. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – შორენა ჭოლარია;

ტრენინგის თემატიკა:

–         2013 წლის 12 ივნისს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში შესული ცვლილებები;

–          ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის  კოდექსის შედარებითი ანალიზი;

–         პროფესიული უფლებების დაცვის მოძრაობის ჩამოყალიბების წინამძღვრები, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები;

–         პროფკავშირების საერთაშორისო ქალთა ქსელი –  ITUC-PERC;

–         პროფკავშირის მუშაობის წესი და სტრუქტურა;

–         საქართველოში სოციალური დაცვის საკითხების განხილვა – მომხსენებლები: მზევინარ ხარჩილავა, მანონ გოგუა.

–         ორგანაიზინგის წინამძღვრები.

 

 

 

10850220_798589540204017_8852014195690901170_n 10850179_798589086870729_6341240794451198128_n 10850111_798588810204090_7373136271719006742_n 10849822_798589640204007_3521203075192288344_n 10849795_798590833537221_6250385186417128267_n 10478151_798588400204131_2863026124388908633_n 10429337_798589563537348_8056162532747146416_n 10846142_798588386870799_4373303944973363817_n 10846419_798591666870471_6327592653607212076_n 10847781_798590103537294_1899180772724478813_n 10409201_798590063537298_2520394262287890356_n 1901288_798590083537296_8601579129024304966_n 10372753_798590100203961_3206709569222652421_n