სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

სტაჟირება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას, აგრეთვე სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით – პრაქტიკანტთა მიღებას.

პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი.

კანდიდატმა დეპარტამენტში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) სტუდენტის მოსწრების წიგნაკი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ;

დ) CV.

სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და  უმაღლესი  განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება გასაუბრების ფორმით.

კანდიდატმა დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) CV.

გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად/სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის წარდგინებით.

საბუთების მიღება წარმოებს როგორც ელექტრონულად (justminabkhazia@gmail.com), ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:   ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ, N17ე.

საკონტაქტო პირი სოფიო ყოლბაია, ტელ:599 50 03 55, 222 12 05.

მოცემული სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი და არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას, თუმცა, ჩვენი სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.