სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა

აფ25.12.17-1ხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს:

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს.

არ გვტოვებს იმედი, რომ თქვენი მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს საქართველოს.

გისურვებთ დღეგრძელობასა და მხნეობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”.