სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

24.07.17სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის ახლად არჩეულ რექტორ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია და უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.