სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა

45e9500c-5b21-449e-a9c5-2acb38d5f084_mw1024_mh1024_s        23 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.  ძმათამკვლელმა ომმა  აუნაზღაურებელი დანაკარგი და უდიდესი ტკივილი მოუტანა ძმადნაფიც, მეგობარ, კეთილმეზობელ აფხაზეთის მოსახლეობას. პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც სრულმაშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა შეეწირა ათიათასობით სამხედრო და მშვიდობიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები.      

ქართულმა  და აფხაზურმა გენოფონდმა ამ კონფლიქტში თავისი ერის საუკეთესო და გამორჩეული შვილები დაკარგა: ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, ჯუმბერ ბეთაშვილი, მამია ალასანია, რაულ ეშბა და სხვა. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს.