სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

sss

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრიდან ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გადააბრძანეს, სადაც დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ხატი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების

მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.
გმირთა მემორიალი ყვავილებით  შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

11231032_959706587404071_2284013400263643193_n

11951859_959706910737372_4834925549575585132_n 12027717_959706917404038_8979621906605640038_n  12019997_959706814070715_2726950589146798404_n

12027817_959706544070742_4607334832038299067_n 12038536_959706707404059_495300570046544913_n 12039263_959706720737391_6268151041758857627_n 12042812_959706414070755_34089087564642216_n 12063714_959706520737411_7630610152931652653_n