სიახლე საქართველოს კანონმდებლობაში

.საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონს  დაემატა მუხლი . 20/13  მუხლი 20/13 .

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა ა ნეიტრპირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/დალური სამგზავრო დოკუმენტი.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

DOCdownload