კოლხეთის ცივილიზაციის ნიშნები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე და შავი არქეოლოგიის პრევენცია

აფხაზეთის ტერიტორიაზე დღემდე კეთდება მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები, კერძოდ, სამურზაყანოს ტერიტორიაზე მიწათმოქმედებისას გლეხებმა გააკეთეს მოულოდნელი აღმოჩენები:

კოლხური ცივილიზაციის დროინდელი თიხის ნაკეთობები, ფოლადის ისრები, სხვადასხვა ნივთები, რომელთაც ისტორიულ არქეოლოგიური ღირებულება გააჩნიათ. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ზღვაზე თევზაობისას ბადეს ამოყვა უძველესი ნივთები. ჩვენ დაგვიკავშირდა სამურზაყანოდან, სოფელ ფიჩორიდან დევნილი პიროვნება, რომელსაც მრავლად აღმოაჩნდა ასეთი ტიპის ნივთები. ამ პიროვნებამ მოახდინა ნივთების ექსპერტიზა და კომპეტენტური სწავლულების მიერ (პროფესორი მალხაზ ბარამიძე) დაადგინა აღმოჩენილი ნივთების ასაკი. მეცნიერულად დამოწმდა, რომ ეს აღმოჩენა მართლაც კოლხური ცივილიზაციის პერიოდს მიეკუთვნება. მით უფრო სამწუხაროა , რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან პერიოდულად ხდება ამ ნივთების გადინება, ისინი ხვდებიან რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ შავ ბაზარზე და გაედინებიან კერძო კოლექციებში. ეს პროცესი არ და ვერ კონტროლდება ჩვენი ხელისუფლების მიერ, გასაგები მიზეზების გამო. იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს დააფიქსიროს მიმდინარე სამწუხარო მოვლენები, გააპროტესტოს ეს მდგომარეობა და მოახდინოს პროცესის პრევენცია, შესაძლებლობის ფარგლებში.