საჯარო დებატები: „უცხოელებისა და ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირთა უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება“

1988565be4a63ca6beb09a04b2e14c92_46142017 წლის 30 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამართულ საჯარო დებატებში „უცხოელებისა და ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირთა უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების“ შესახებ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ განიხილა სახელმწიფო პრაქტიკა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველის გამოყენების შესახებ. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა  მდგომარეობაზე, მათ გამყოფ ხაზზე გადაადგილებისა და სახელმწიფო ჯანდაცვის და განათლების პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობაზე; ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მხრივ არსებულ სირთულეებსა და გამყოფ ხაზზე განლაგებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ არაადეკვატურ, დამამცირებელ და ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე.

მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებამ, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არსებული პრაქტიკის ხარვეზებზე ისაუბრეს და ცალკეული შემთხვევები განიხილეს.

unnamedunnamed (1)