შეხვედრა საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონ გუნდ „სოხუმთან“

sox

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონის, „სოხუმის” გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

საქართველოს ჩემპიონებს მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას საკალათბურთო გუნდ „სოხუმის” (U20) მწვრთნელები თემურ კანკია, ლიკა ქაჯაია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის რამდენიმე წევრი მიწვეულია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში.