საქართველოს პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

mt

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018) საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ხუთ პლენარულ და ოთხ პარალელურ სესიაზე განიხილება: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტები; ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის; კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი – ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას, როგორც საქართველოს ასევე, 17 ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ღებულობენ.

 

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა „TISIFF 2015 რეკომენდაციებზე და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018) მოლოდინებზე ისაუბრა. მან სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ინოვაციური დაფინანსების ძირითად სირთულეებზე. ფორუმზე მარიამ ჯაშმა განცხადა, რომ აფხაზეთი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან იქ მხოლოდ განვითარების პრობლემაა, არამედ არის ჰუმანიტარული კრიზისი. „აფხაზეთი დგას არა მხოლოდ განვითარების პრობლემის წინაშე არამედ იქ ნამდვილად ჰუმანიტარულ კრიზისთან გვაქვს საქმე და ეს მხარე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
ფორუმის მონაწილეების მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასევე: საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი ვინაი პატრიკ სალდანჰა.
ფორუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

1 48368199_1976335342660570_7231499731208241152_n