დღეს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა სხდომა გამართა, რომელშიც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.
წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს გადამუშავებული ვარიანტები.