საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ვულოცავთ ანგელოზის დღეს

53300_video

2 აგვისტოს ქართული ეკლესია ერთდროულად რამდენიმე თარიღს  აღნიშნავს: ხსენება  წინასწარმეტყველისა  ილია  თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა  ილიასი (ჭავჭავაძისა, 1907); ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული  სასწაულისა, რომელი  შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325) და ასევე სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქისა  ილია II-ის ანგელოზის დღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II ულოცავს ანგელოზის დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ჩვენი ქვეყნისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.