საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

1551985796316560527

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ  გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.

გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები.   ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ასევე, საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

1551980872612254106 15519858352074749746