სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის

20170609_163115

2017 წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. სადაც განხილულ იქნა:

  1. „ნორმატიული აქტების შესახებ“აფხაზეთის კანონში შეტანილი ცვლილებები („ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის N 243 კანონის განხილვა);
  2. დევნილთა სოციალურ-სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი ქალბატონი ელისო გვასალია.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

20170609_161417 20170609_161821