სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

mm

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 25-26 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

« 1 შესახებ 6 »