საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

mmmსაქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გამართა. ჯგუფში სხვა წევრებთან ერთან წარმოდგენილნი არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო. სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას.

სხდომაში სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

379f2a967d6a19b68afe580b91556478_54319 1246c5dcedb0ba945dfc2c7d148817f0_54323