საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება კიდევ უფრო გაუმარტივდათ.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის დახმარებით, უცხოეთში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ამა თუ იმ საბუთის მისაღებად საქართველოში მყოფ პირს გაუფორმოს მინდობილობა, ან საბუთის გასაცემად გამოხატონ თანხმობა.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

 

DOCdownload