ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი მიმდინარეობს

jeneva

ჟენევაში საერთაშორისომოლაპარაკებების მე-40 რაუნდიმიმდინარეობს. აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავითდონდუა ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდის დღის წესრიგის მთავარისაკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენებისვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულრეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასეველტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთისფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულდარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენგადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებულიყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლებისშეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი ორდღიანია და 20-21ივნისს გაიმართება.