საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს მოუსმინეს

პირველი რესპუბლიკის

მ.წ. 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

მან აღნიშნა, რომ “უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თავად აფხაზები ხვდებიან, რომ მათ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზღაპარია, ასევე ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ მათთვის საინტერესო და მიმზიდველი. ჩვენ უნდა გავხდეთ გარანტორი იმისა, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება, იდენტობა მომავალ საქართველოსთან ერთად იქნება დაცული”.
გაერთიანებულ სხდომას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ვასილ ზაქარაია.