რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

18უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. თეატრის ჰოლში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.