პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

 

88

პროექტის ფარგლებში საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერების ერთ საათიანი პროგრამით წარსდგა მარტვილის #2 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფსნი”, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან. სცენაზე 100-მდე ვირტუოზი ცეკვავდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლმა 2014 წელს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გრანპრი აიღო. ფესტივალზე 35 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას და ანსამბლი ,,აფსნის” შემოქმედებით კოლექტივს სიტვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ბელა კოპალიანმა, ორგანიზაცია ,,აფხაზეთის” ხელმძღვანელმა ნენე კალანდიამ, ანსამბლის ხელმძღვანელმა პაატა ბართიამ და მარტვილის #2 სკოლის დირექტორმა მამუკა თვალაძემ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი შემოქმედებითი გუნდი აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული მშვიდობის, ნდობის აღდგენის და სახალხო დიპლომატიის პროცესში.

პროექტის ორგანიზატორებია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი”.

09 1 2 3 04 5 6 07 08