პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება

IMG_1243

2016 წლის  11 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე: “პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება”.

ტრენინგ–სემინარი მიზნად ისახავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, კანონის დებულებების არაერთგვაროვანი განმარტებების პრევენციას მონაცემთა დამუშავების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობლობის მოთხოვნათა და პერსონალურობის უფლების დაცვას.

ტრენინგ–სემინარს უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ტრენინგების მენეჯერი  ნატალია მიქელაძე.

ტრენინგ–სემინარს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და აფხაზეთის პროფგაერთიანების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ტრენინგ–სემინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა.