მოგონებები ლორიკ მარშანიაზე

lorick

“მე აფხაზი ვარ და  ამაყად  ვამბობ, ჩემი  საქართველო აფხაზეთიდან იწყება”. „ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად  ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს  ღვიძლიშვილი  ვარ“ ლორიკ  მარშანია.

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშია მაწლის 11 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, ღირსეული აფხაზი მამულიშვილის ლორიკ მარშანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ბატონებმა იგორ კოპალიანმა, ვასილ ზაქარაიამ, მურმან ჩხოტუამ, ირაკლი გუგუშვილმა.მოწვეული სტუმრებმა: ბატონმა კონსტანტინე მარშავამ, ქალბატონებმა ქეთევან ჩემიამ, მარინა ზუხბაიამ, მანანახურციძე-ჩაქსელიანმა. საღამოს  უძღვებოდა  ქალბატონი მარინა ნაჭყებია.

დამსწრე საზოგადოებამ ვრცლად ისაუბრა ბატონ ლორიკ მარშანიას ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე, მის ღვაწლზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხში.

ლორიკ მარშანია გახლდათ ის პიროვნება, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცდილობდა აღედგინა ქართულ-აფხაზური ნათესაური ურთიერთობა. ის საზოგადოებას ევლინობოდა, როგორც ხიდი გამთლიანებისა. დიდია ღვაწლი ბატონ ლორიკ მარშანიასი ქართველი ერის წინაშე.

IMG_1589 IMG_1586 IMG_1585 IMG_1582 IMG_1572 IMG_1573 IMG_1574 IMG_1575 IMG_1576 IMG_1561 IMG_1556