მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილეს ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობა.

iusticiis-saministro

შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 8 აგვისტოს №19 დადგენილებით შეიქმნა  სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე − იგორ კოპალიანი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე − ვასილ ზაქარაია − კომისიის წევრი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი − ნოდარ ჯალაღონია – კომისიის წევრი;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი − ზვიად ზაქარაია – კომისიის წევრი;

ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენელი − ირაკლი თადუმაძე – კომისიის წევრი;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი − ეთერ ძიმისტარაშვილი – კომისიის წევრი;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს წარმომადგენელი – მარინა გადელია – კომისიის წევრი.