„მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“

safe_image

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში რვა ვიზიტი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანს შეადგენდა.

« 1 შესახებ 3 »