„კონგრეს-ჰოლში“, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

18.10.17

2017  წლის 18 ოქტომბერს ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა”-ს კონგრეს-ჰოლში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პატრონაჟით გაიმართა.  „ვეტერანების დღე” 2014 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება.

საღამოში მონაწილეობდნენ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი”, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა კავშირის ანსამბლი „მშვიდობა”, მომღერლები ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე, გიგი გეგელაშვილი და თაკო ოქროპირიძე.

ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

03