იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

 

mm

 კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელისუფლების მხრიდან დამატებით ძალისხმევას  მოითხოვს. ამ  მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალური–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი წინადადებების მომზადების მიზნით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც საქართველოს და აფხაზეთის ლეგიტიმური  ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი ბატონი  იგორ კოპალიანი.

სამუშაო შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

1 (2)
1 (2)
« 1 შესახებ 6 »