ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა

mtavari

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა იგორ კოპალიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. 

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქ. თბილისშივახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე (ვახუშტის ხიდისა და ელიავას მიმდებარე ტერიტორია)საფუძველი ჩაეყარა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას, რომელშიც აქტიურად ჩართულნი არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საჯარო მოხელეები, მათ შორის ხელმძღვანელი პირები.

ტაძრისმშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.