თბილისის იუსტიციის სახლში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

2014-01.09.14

ა. წ. 11 სექტემბერსსაქართველოს იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის თაოსნობით თბილისის იუსტიციის სახლში ყოფილ პატიმატრთა სტაჟირების პროექტის: „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები და ბენეფიციარები, ასევე კომპანიის სტატუსით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ კოპალიანი.

პროგრამის განხორციელების მიზნით საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ მონაწილეობას აწარმოებდა  43 კომპანიასთან, თუმცა პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 11-მა , როგორც კერძო ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.

ქალბატონმა თეა წულუკიანმა მადლიერებით აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის კეთილი ნება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე  სტაჟიორთა მიღების შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამადლობელი წერილი გაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას სახელზე.