boss

იგორ კოპალიანი

kopaliani

დაიბადა 1975 წლის 20 აპრილს, ქ. სოხუმში.

1992 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. მე-8 საშუალო სკოლა.

1992-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე სპეც. ,,სამართალმცოდნეობა”. საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1995 წელს გაერო-ს 50 წლისთავისა და მსოფლიო ახალგაზრდობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის არჩევნებზე, აირჩიეს დეპუტატად. 1998 წლის მაისის თვეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტში გაიარა წინასადიპლომო პრაქტიკა. იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს სოხუმის ფილიალის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სპეც. ,,გეოგრაფია”.

1999-2001 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ასპირანტურაში საერთაშორისო სამართლის კათედრაზე.

2000 წელს სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2000 წელს მონაწილეობა მიიღო კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „აღზრდა მშვიდობიანი და არაძალადობრივი სულისკვეთება“.

2001 წელს ჩაირიცხა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში.

2003 წლის მაის-ივლისის თვეებში მონაწილეობა მიიღო პროკურატურის მუშაკთა და სამოსამართლეო საკვალიფიკაციო გამოცდებში, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიეცა შესაბამისი სერთიფიკატები.

2004 წელს ,,საერთაშორისო სახლი” – უცხოური ენების სწავლების ცენტრში გაიარა ინგლისური ენის სასწავლო კურსი.

2004 წელს მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის მიერ პოლონეთის (ქ. ვარშავა) სახელმწიფოში ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე ,,სამოქალაქო დიპლომატია: არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კავშირების გაფართოება და გამყარება“.

2005 წელს სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა ახლადდანიშნულ მოსამართლეთა კომპლექსური სასწავლო კურსი.

2005 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

2006 წელს გაიარა შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვის რიგითის მოსამზადებელი ერთვიანი კურსი.

აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 19 წლის სტაჟი, მათ შორის პროკურატურის (საქართველოს გენერალური პროკურატურის საშვთა ბიუროში საქმიანობა, კანცელარიაში საქმისწარმოების ინსპექტირება, საქართველოს გენერალური პროკურორის სამდივნოში საქმიანობა), სასამართლოსა (მოქალაქეთა მიღება, საქმის სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადება, სათანადო დოკუმენტების პროექტების შედგენა, მართლმსაჯულების განხორციელება, სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა საერთო ხელმძღვანელობა, კომპეტენციის ფარგლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება) და იუსტიციის (სამართლებრივი უზრუნველყოფა – სამართალშემოქმედება, ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ადამიანური რესურსების მართვა, აპარატის თანამშრომელთა დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი, დაწესებულების საერთო ზედამხედველობა) ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ:

1994-1997 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კანცელარიის უფროს ინსპექტორად, მივლინებული იყო საქართველოს გენერალურ პროკურატურის კანცელარიასა და გენერალური პროკურორის სამდივნოში ტექნიკურ მუშაკად.

1999-2001 წლებში მუშაობდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე, იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.

2001-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიისა და სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრად. 2004-2005 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსად.

2005 წელს დაინიშნა მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ასრულებდა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

2005-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

2009-2013 მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

2013 წლის სექტემბრიდან დღემდე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ სოხუმის ფილიალსა და სოხუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში.

იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთის ახალგაზრდა იურისტთა კავშირი”-ს თანათავმჯდომარე. გავლილი აქვს სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები – მენეჯმენტში, სამართალში (მათ შორის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებში), ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, კონფლიქტოლოგიაში, მცირე ბიზნესში. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დაჯილდოვებულია საპატიო სიგელით. არის სპორტის ოსტატის კანდიდატი ჭიდაობა ,,ძიუ-დო”-ში. დაოჯახებული.