ენგურს მიღმა ჩატეხილი ხიდის აღდგენა

ingur4-small

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის   იუსტიციის  დეპარტამენტში  04  ივნისს  ჩატარდა  ღონისძიება სახელწოდებით:”ენგურს მიღმა ჩატეხილი ხიდის აღდგენა ”

გავნლილმა  ორმა  ათწლეულმა  კიდევ ერთხელ  დაგვარწმუნა იმ რეალობაში, რომ ძმათამკვლელმა ომმა ორივე მხარეს მოუშუშებელი ჭრილობები დაუტოვა.

ღონისძიება  გახსნა  დეპარტამენტის  მთავარმა  სპეციალისტმა  მარინა  ნაჭყებიამ  და  სიტყვით  გამოვიდა  აფხაზურ  ენაზე დეპარტამენტის  თანამშრომელი  თამაზ  ქუჩუბერია. მან  ყურადღება  გაამახვილა  აფხაზი  ერის  გადაგვარების  საშიშროებაზე. ქართველებთან  ერთად  შევძლებთ  ჩვენი ერისა და კულტურის შენარჩუნებას, აცხადებს ის.

მოწვეული სტუმრები: იაშა ლომია – აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი.

მანანა ხურციძე -აფხაზეთის ომის  გმირი,  სოზარ ჩანქსელიანის ქვრივი.

თეონა დანელია – აფხაზეთის ომის გმირი, გოჩა დანელიას ქალიშვილი.

მიზანი : მოვუწოდოთ  დაპირისპირებულ  მხარეს  შერიგებისაკენ,  რათა ჩვენს შვილებს კუთვნილი  მომავალი  შეუნარჩუნოთ.

 

get_img (1)

get_img

images