ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო

IMG_046403.05.2017 ქ.სტარსბურგი – 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების  გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.