ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

268b39be07e7b576d78b6e642dddb5a4_54914

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტართა უმრავლესობამ-553-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საბოლოოდ ძალაში შესვლას ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.