დევნილი სასულიერო და საერო პირების მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე”

 05ამა წლის 4 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  მონაწილეობა მიიღეს მსვლელობაში „სვიმონ კანანელის გზაზე”, რომელმაც ათვლა დაიწყო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან და დასრულდება 23 მაისს, „სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ენგურის ხიდზე.

როგორც მსვლელობაში მონაწილე დევნილმა სასულიერო პირებმა ქადაგებაში აღნიშნეს, ეს გზა ქართველი და აფხაზი ხალხის შენდობისა და შერიგების გზად უნდა იქცეს.

სვიმონ კანანელი დაკავშირებულია ჩვენს სამშობლოსთან. ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში, მან დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.  გადმოცემის მიხედვით, ჩვ.წ. აღ-ით 55 წელს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი, ხოლო წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს.

მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე ახალ ათონთან  XIX საუკუნეში ეკლესია ააგეს.

20160504_13285820160504_132928