ორი გიორგი შარვაშიძე

„კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება, რომლითაც იუსტიციის დეპარტამენტმა პატივი მიაგო პირველი აფხაზი იურისტის გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის ხსოვნას. გ.დ. შარვაშიძე იყო 14 წლის განმავლობაში  ქ.თბილისის გუბერნატორი.

ის ერთადერთი აფხაზი მოღვაწეა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა დედაქალაქის კეთილმოწყობას და ბევრი მნიშვნელოვანი საქმით სამუდამოდ ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში. გ.დ. შარვაშიძეზე საუბრისას გვერდი ვერ ავუარეთ მის საამაყო ბიძაშვილს , რომელზეც ისაუბრა პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, ხოლო გ.დ. შარვაშიძის  მოღვაწეობა წარმოაჩინა იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ნანა ქარდავამ.