ახალი ამბები აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

09.04.16

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.