აფხაზეთის მთავრობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13442396_1115111568530238_1080676246624419381_n

აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

 

 

შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მოკლე ხანში განხორციელებულ ღონისძიებებს შეხვედრის მონაწილეთა მიერ პოზიტიური შეფასება მიეცა.