აფხაზეთის მთავრობაში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

1

აფხაზეთის მთავრობისა დასსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის” თანამშორომლობით განახორციელდაპროექტი, რომლის მიზანი იყო, ერთი კვირის განმავლობაში ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური უნარ -ჩვევების გამომუშავება, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. კვირეული გაიმართა ზუგდიდსა და თბილისში. პროგრამის პარალელურად მოეწყო კულტურულ -შემეცნებითი ტურები. პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში”.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმავახტანგ ყოლბაიამ პროექტის მონაწილეებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” დირექტორი გიგა გაბელაია და ამავე ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბელა სარია.