აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომის ვეტერანების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.

01