აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტი სტუმრად სოხუმის უნივერსიტეტში

2011 წლის 17 მაისს სოხუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტის შეხვედრა სოხუმის უნივერსიტეტთან. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ. ღონისძიებას მიესალმა იუსტიციის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე იგორ კოპალიანი.
ძირითადი მოხსენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალისტები შალვა გამიოსნია და ნანა ქარდავა. ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ბატონი ვეფხია გვარამია და განათლების ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ლია ახალაძე.

იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააცნეს საზოგადოებას დეპარტამენტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა. ხოლო იურიდიული ფაკ-ის დეკანმა ვრცლად ისაუბრა ფაკულტეტის აწმყოსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტი მუშაობს იურიდიული კლინიკის გახსნაზე და იმედი აქვს ამ საქმეში აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტის თანადგომის.
ღონისძიებაზე ფართოდ გაშუქდა რუსული აგრესიის შედეგები. ორივე ორგანიზაციამ წარმოაჩინა თუ რა სამუშაოს ატარებს ამ მიმართულებით. განათლების ფაკულტეტისის დეკანმა ქ-მა ლია ახალაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: ,,რუსული ოკუპაციის ძირითადი შედეგები აფხაზეთში“. ხოლო აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტმა წარმოაჩინა რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთში დაღუპული სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების დოკუმენტები, რომლებიც გროვდება, იკინძება და ინახება აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტის არქივის განყოფილებაში.
ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა დამსწრე საზოგადოებას, აფხაზეთის ა.რ. იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივით მოძიებული მასალების საფუძველზე გამოცემული კალენდარი სახელწოდებით :   ,,დავიცვათ აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა“.
ღონისძიებამ ჩაიარა გულთბილ,  კოლეგიალურ ვითარებაში. გამოითქვა ორმხრივი სურვილი და მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისთვის.