აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ახალი შინაგანაწესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

43567138_1937029783258187_336103052295536640_nსაკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.

« 1 შესახებ 3 »